საზოგადოება
“ახალციხეში პენსია 35 ლარით გაიზრდება” – დავით ბაქრაძე
"ახალციხეში პენსია 35 ლარით გაიზრდება" – ამის შესახებ "ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერმა ახალციხეში ვიზიტისას განაცხადა. დავით ბაქრაძის თქმით, მათი გამარჯვების შემთხვევაში, პენსიების ზრდა პრემიებისა და დანამატების დაზოგვის ხარჯზეა შესაძლებელი. საპენსიო თანხის მატებას პოლიტიკოსი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოქტომბრის თვიდან ვარაუდობს.

პარტიის ლიდერის მტკიცებით, 2016 წელს სახელმწიფომ 321 მილიონი ლარი პრემიებსა და დანამატებში დახარჯა. დავით ბაქრაძის თქმით, ამ განცხადებას აუდიტის სამსახურის ოფიციალური დასკვნის საფუძველზე აკეთებს.

დღეისათვის პენსიის ოდენობა საქართველოში 180 ლარს შეადგენს


| Print |