საზოგადოება
მწვანე ბარათის მოპოვების შანსი

ახალციხის ბიბლიოთეკაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, ამერიკის საელჩოს საკონსულო ოფიცერმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა

 

 

შეხვედრის თემა იყო  „მწვანე ბარათის“ გათამაშების პროგრამა.

საკანონმდებლო აქტის შესაბამისად, იმ ქვეყნის მოქალაქეებისათვის, საიდანაც აშშ_ში ნაკლებად შედიან ემიგრანტები, ყოველწლიურად გაიცემა აშშ_ში მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელი 50 000 ვიზა.

 

განმცხადებლები საიმიგრაციო ვიზების მისაღებად შეირჩევიან კომპიუტერული ლატარიის,ანუ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

 

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ვებ–გვერდის საშუალებით შეავსოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ, კითხვები ძირითადად ოჯახურ მდგომარეობას და პროგრამის საშუალო განათლების ცოდნას უკავშირდება.

 


| Print |