საზოგადოება
ახალციხის მერიაში ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდა.

თვითმმართველობა საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ 16 და ხელშეკრულებით 47 თანამშრომელს შეარჩევს.

63 ვაკანტურ ადგილზე გამარჯვებულები გამარტივებული კონკურსის გზით შეირჩევიან. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე (www.hr.gov.ge) განცხადების გაკეთების ბოლო ვადა 22 დეკემბერია.
| Print |
თეგები: კონკურსი /