21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა
21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.
დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.
სინდრომი პირველად ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა შეისწავლა. მან 1866 წელს ინგლისში ესსე გამოაქვეყნა, სადაც იმ ბავშვების ჯგუფი აღწერა, რომლებიც დანარჩენებისაგან საერთო ნიშნით გამოირჩეოდნენ.
2006 წლის 21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ: თარიღი 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე – ტრისომიულ მოვლენას.