სოფლის მეურნეობა
სამცხე-ჯავახეთში ექსტენციის ცენტრების განსავითარებლად პროექტი იწყება

 

ფერმერების საჭიროებების გამოკვეთასა და დახმარებისთვის, ახალი პროექტის განხორციელება იწყება.

 

პროექტს პრეზენტაცია ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 24 აპრილს გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი საზოგადოებრივი ირგანიზაციები, საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები და კოოპერატივის წევრები ესწრებოდნენ.

პროექტი ექსტენციის ცენტრების განვითარებას და გაძლიერებას ითვალისწინებს, რაც საბოლოო ჯამში ფერმერების პროდუქტიულობის და შემოსავლების გაზრდაზე უნდა აისახოს. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მისი განხორციელებით რეგიონებში კერძო და საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობა გაიზრდება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს.

სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ფერმერებსა და სპეციალისტებს ყველაზე მეტად სხვადასხვა პროფილით გადამზადება სჭირდებათ.

პროექტი „პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში“ საპილოტეა და საქართველოს სამ რეგიონში ხორციელდება. საკონკურსო განაცხადები მაისში მიღება, ივნისიდან კი პროექტის განხორციელება დაიწყება.

პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.

 


| Print |