სოფლის მეურნეობა
როგორ გავსხლათ ვაზი სწორად და დროულად
მესხეთის პირობებში ვაზი ოცი აპრილიდან ხუთ მაისამდე უნდა გაისხლას.

მევენახე ემზარ გაჩეჩილაძე წლებია მესხური ჯიშის ვენახს ამრავლებს და მოსავალსაც იღებს. დამწყებ მევენახეებს ურჩევს, თუ როგორ შეიძლება ვაზი სწორად გაისხლას



ვაზის გასხვლას თავისებური სპეციფიკური ცოდნა სჭირდება, არაპროფესიონალმა აუცილებელია რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოს:


  • თუ გვინდა ვენახი მსხმოიარე იყოს ძველი ტოტი ხშირად უნდა მოიჭრას და უპირატესობა ახალ გამოღებულ ტოტს მიენიჭოს, რადგან მასში წყლის გამტარობა უკეთესია და ნაყოფსაც უკეთესად ისხამს;

  • თუ გვსურს ვენახი სიმაღლეში გაიზარდოს, ტალავერზე უნდა ავიყვანოთ. რქა ჯობია ჰორიზონტალურად მიებას მავთულს ვიდრე სიმაღლეზე;

  • თუ ვერტიკალურად დავტოვებთ გადაჭრილ ვაზს, მისგან გამოჟონილმა წყალმა შეიძლება კვირტები დააზიანოს. გაზაფხულის ყინვამდე გადაჭრილი ადგილი ისეთი უნდა იყოს, რომ ზედ წყალმა არ იდინოს.

  • უკეთესია ვენახი სპეციალისტმა გასხლას. ტოტს ყველა გადაჭრის, მაგრამ არასწორად გადაჭრილი ხმობას დაიწყებს. უკეთესია ძველ ხალხს ჰკითხონ, როგორ გაკეთდეს. მართალია, ერთ და ორ დღეში ვერ ისწავლის, მაგრამ ზოგადი ცოდნა მაინც შეექმნება.

ასევე, დაგაინტერესებთ:

| Print |