სოფლის მეურნეობა
ნივრიანი ნაყინი და ჯარიმა ნივრის ჭამის შემდეგ ქალაქში სიარულისთვის
ნიორი ტკბილი ბოსტნეულის რიცხვს განეკუთვნება. ნივრის წვენში 20% შაქარი შედის, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობთ ცხარე ნივთიერებების გამო.

ვარაუდობენ, რომ ნივრის სამშობლო შუა აზიაა, საიდანაც შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა და ბევრი ქვეყნის სამზარეულოს საყვარელი პროდუქტი გახდა.

ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ შუმერები მკვეთრი სუნის გამო ნარგავების პარაზიტებისაგან დასაცავად იყენებდნენ.

​ეგვიპტის ფარაონების ბრანებით კი პირამიდების მშენებელი ყველა მონის რაციონში უნდა ყოფილიყო ფიზიკური ძალისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

ბერძნებს ის ფილტვის დაავადების უებარ წამლად და მამაკაცური უშვილობისას პანაცეად მიაჩნდათ, ხოლო ძველი რომაელები თილისმასავით კისერზე დაკიდებულს დაატარებდნენ დაავადებისაგან დასაცავად.

ესპანეთის ქალაქი ლას პედრონერასი ოფიციალურად ითვლება ნივრის მსოფლიო ქალაქად. ეს პატარა ქალაქი ესპანეთის სამხრეთდასავლეთით მდებარეობს და სულ რაღაც 7000 ბინადარი ჰყავს. სწორედ აქ მოჰყავთ მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო ხარისხის იისფერი ნიორი Ajos Morados და ყოველ ზაფხულს ნივრის საერთაშორისო კონგრესსაც ატარებენ.

ერთი საშუალო ზომის ნიორი შეიცავს 4 კალორიას, გააჩნია ანტიბიოტიკური თვისებები, რის გამოც ორგანიზმს იცავს გაციებისა და ვირუსებისგან.

როგორც ამბობენ, სან–ფრანცისკოში არსებობს რესტორანი, სადაც დესერტის მენიუში ნივრიანი ნაყინი შედის.

ტორონტოში კანონდარღვევას წარმოადგენს, თუ ადამიანმა ნივრის ჭამის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრა.


ნიორი განსაკუთრებით უნდა მიიღოთ ხორცის მირთმევისას, რათა სწორად მოხდეს მათი ათვისება.

საქართველოში ნივრის ჯიშია გორული, იმერული და იმერული 23.

ითვლება, რომ ნიორი კიბოს საწინააღმდეგო ერთ–ერთი კარგი საშუალებაა, რადგან მკვლევრების აზრით, შესაძლებელია ის ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს.

ნიორი მადის მომგვრელი ბოსტნეულია, ამიტომ მის მიღებას უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც წონის დაკლება სურს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნივრის სასარგებლო თვისებები

| Print |