სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ახალციხეში ფერმერებს გააცნეს
როგორ უნდა ვისარგებლოთ სოფლის მეურნეობის სფეროში გათვალისწინებული სუბსიდირებით? რა არის საჭირო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად? რას ითხოვენ ფერმერები და რას სთავაზობს სახელმწიფო? სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ფერმერების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 300 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული შეღავათები სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღეს, ახალციხის ციხეზე შეკრებილ სამცხე-ჯავახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, რეგიონებში ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ შეხვედრებს მართავენ.

| Print |