სოფლის მეურნეობა
შეღავათები ფერმერებს - ვინ ვერ ისარგებლა მთავრობის შეთავაზებით

 

საქართველოში 200 000-ზე მეტი ფერმერი “აგრო ბარათს“ მიიღებს და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული შეღავათებით ისარგებლებს. ეს არის სუბსიდია, რომელიც ხელისუფლებამ მოქალაქეებს კორონავირუსის პანდემიით მიღებული ზარალის სანაცვლოდ შესთავაზა. პროგრამის მიხედვით, ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე სახელმწიფო ფერმერს 200 ლარს მისცემს. მიწის მეპატრონეები ერთი ლარით იაფად შეიძენენ დიზელის საწვავსაც. ახალციხეში მოქალაქეების ნაწილს შეღავათების შესახებ არაფერი სმენია, ნაწილი კი ბიუროკრატიულ სირთულეებსა და დაგვიანებულ აგროვადებზე საუბრობს.

| Print |