სოფლის მეურნეობა
როგორ დააზარალა ფერმერები კომენდანტის საათმა

 

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები დასრულდა, თუმცა კომენდანტის საათის პირობების დარღვევისთვის სანქცირებულ მოქალაქეებს, ჯარიმები არ გადაუხდიათ. ერთ-ერთია ფერმერი ალუდა ჯვარიძე. იგი ამბობს, რომ ოჯახის სამი წევრი მაშინ დააჯარიმეს, როცა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლისთვის გადაადგილდებოდნენ. კომენდანტის საათმა დააზარალა მეფუტკრე გიორგი მერაბიშვილიც. მეწარმე ამბობს, რომ ამ შეზღუდვის გამო, ფუტკრების ახალი ოჯახების მოვლა ვერ შეძლო. ფერმერი აცხადებს, რომ ამით კოოპერატივს დაახლოებით, 3 000 ლარის ზარალი მიადგა.

 


| Print |