სოფლის მეურნეობა
ადიგენში 3 300 ძირი მესხური ვაზის ჯიშები დარგეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარასთან, ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე, ვაზის მესხური ჯიშების 3 300 ძირი ნერგი დაირგო. ვაზის დარგვის პორცესში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული, მუნიციპალიტეტის პირველი პირები და სარაგბო კლუბ „ტაოს“ მორაგბეები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ უდის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი გრიგოლი, რვა სახეობის მესხური ჯიშებისგან ვენახს აშენებს სადაც უკვე დარგულია მესხური მწვანე, ჩიტისთვალა, ხარისთვალა, კლერტმაგარა, ცხენის ძუძუ, თამარის ვაზი, შავი ასპინძურა და ხიხვი.


| Print |