სოფლის მეურნეობა
სამცხე-ჯავახეთში კარტოფილი ახალი მეთოდით მოიყვანეს
სამცხე-ჯავახეთში ფერმერებმა კარტოფილის მოსავალი ახალი მეთოდით მოიყვანეს. ჩითილებით, რომელიც გაზაფხულზე USAID-ის პროექტის ფარგლებში გადაეცათ, მაღალი მოსავალი მიიღეს.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტში სამცხე-ჯავახეთიდან 38 ფერმერია ჩართული. თითოეულ ბენეფიციარს 210 ჩითილი გადაეცა. გარდა ამისა, მათ წვეთოვანი სარწყავი სისტემაც დაუმონტაჟდათ.

USAID-ის პროექტში ჩართული ერთ-ერთი ფერმერის მათე ჩიტაშვილის თქმით, პანდემიის გამო, სამუშაოების ნაწილი დროულად ვერ ჩაატარეს. შედეგად კარტოფილის ის რაოდენობა ვერ მიიღეს, რასაც ელოდნენ, თუმცა მათი მოსავალი მაინც დიდია.

| Print |