სოფლის მეურნეობა
გადაყრილი მოსავალი და შრომა ბუნდოვანი პერსპექტივით - ფერმერები პანდემიის პირისპირ
პანდემიის გამო სოფლის მეურნეობაში შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, ფერმერებმა საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყეს. შეძლებენ თუ არა მიწის დამუშავებისთვის საჭირო თანხის მოძიებას, ჯერ არ იციან. ვალეში შიშობენ, რომ პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში, გასული წლის მსგავსად, მოსავლის გადაყრა მოუწევთ.

50 წლის რომან პავლოვის ცხოვრება ბავშვობიდან სოფელს და მიწას უკავშირდება. ნაკვეთების დამუშავებას და პროდუქტის რეალიზაციას ძირითადად, თბილისში ახერხებდა. სხვების მსგავსად, პანდემიამ წელს ისიც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

დაახლოებით, ჰექტრის მესამედი მიწის ნაკვეთის მოვლა და გაზაფხულზე დამუშავება ფერმერს წელიწადში 6 000 ლარი უჯდება. გასულ წელს უმაღლესი ხარისხის სათესლე კარტოფილი შეიძინა და 10 ტონა მოსავალი მოიყვანა. იმედოვნებდა, რომ კარტოფილს გაყიდდა, ხარჯსაც ამოიღებდა და სარგებელსაც მიიღებდა. დაწესებული რეგულაციების გამო, მოსავლის რეალიზება გაუჭირდა და ნახევარი პროდუქტის გადაყრა მოუწია. ზარალმა 4 000 ლარი შეადგინა.

„კარტოფილი ძალიან იაფად, 50 თეთრად გავყიდე, მაშინ როცა 2019 წელს 1.20 ლარად ვყიდდი. კარგი მოსავალი მივიღე, მაგრამ სოფლიდან ვერსად გავიტანე, რის გამოც ნახევარი გამიფუჭდა. არადა, მანამდე ქუთაისსა და თბილისში ხშირად დამქონდა. წელს ბევრი არავინ მოსულა, ვინც მოვიდა მხოლოდ 50 თეთრს მთავაზობდა, გადაყრას ისევ დაბალ ფასში გაყიდვა ვარჩიე“.

რომან პავლოვმა, დახმარების სახით, სახელმწიფოსგან საწვავი მიიღო, რაც ტექნიკისთვის გამოიყენა. ფერმერისთვის ეს საკმარისი შეხიდება არ აღმოჩნდა.
„როდესაც ამხელა ზარალია, თესლები, სასუქები ჩვენ ბევრი რამე გვჭირდება მხოლოდ საწვავით როგორ შეიძლება დახმარება“.

პავლოვების მსგავსად იზარალა სიმონიანების ოჯახმა, რომელთათვის სოფლის მეურნოება შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ჰექტრობით მიწის ნაკვეთი და ტონობით გაფუჭებულ-გადაყრილი პროდუქტი მათი რეალობაა. მიუხედავად ამისა, ზოია სიმონიანმა წელს მიწის დამუშავება ისევ დაიწყო. იმედოვნებს, რომ მოწეულ მოსავალს ამჯერად უკეთეს ფასში გაყიდის და პანდემიის გამო დაგროვებულ ვალებსაც გადაფარავს.

„ტონობით კარტოფილი გადავყარე, ნახევარი ჩვენ შევჭამეთ, ნახევარი კი საქონელს ვაჭამე. ამაზე რთული წელი არ გვქონია. ჩავკვდით, იმდენი ვიშრომეთ და რისთვის? გამოდის გადასაყრელად ვიშრომეთ? ვერსად გავდიოდით, რომ გაგვეყიდა. ახალციხეშიც ვერ ჩაიტანდი, აზრი არ ჰქონდა, კაპიკები ღირდა. ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ... ექვსი ადამიანიდან არც ერთი ვმუშაობთ, მხოლოდ მიწაზე ვართ დამოკიდებული. წლებია ასე ვცხოვრობთ, თუმცა ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდით. სხვა გზა მაინც არ გვაქვს, წელსაც უნდა დავთესოთ. “, - ამბობს ზოია სიმონიანი.

შავლეგ ბიწაძე იმ ფერმერებს შორისაა, ვინც საგაზაფხულო სამუშაოები მცირე დანაზოგით დაიწყო. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა სხვილისელმა გლეხმა პროდუქტი ახალციხეში გაყიდა, თუმცა ისეთ დაბალ ფასად, რომ ხარჯიც ვერ დაფარა. ფერმერს იმდენად პატარა მიწის ნაკვეთი აქვს, რომ მის დასამუშავებლად 500 ლარი სჭირდება.

შექმნილი მდგომარეობის გამო შავლეგ ბიწაძე მომავალს ეჭვით უყურებს.

„პანდემიამ თავისი კვალი დაგვიტოვა. დიდი ნაკვეთი არ მაქვს, თუმცა რაც მაქვს იმასაც ვერ დავამუშავებ ისე, როგორც საჭიროა. არც იმის საშუალება მაქვს, რომ კარგი სათესლე კარტოფილი ვიყიდო, ამიტომ დიდ მოსავალსაც არ ველოდები. იმედიც აღარ მაქვს, რომ გავყიდი და ფულს ავიღებ. ნეტავ, იმდენი მაინც შევძლო, რომ ოჯახი მშიერი არ დამრჩეს. არადა, სახელმწიფო სასუქით და საწვავით რომ მაინც დაგვეხმაროს, ცოტა წაგვეშველება, რადგან ყველაზე მეტი თანხა მაგაში მიდის“.

შავლეგ ბიწაძეს პანდემიის დროს სოფლის მეურნეობაზე მიმართული რაიმე შეღავათით არ უსარგებლია. საწვავი მას არ სჭირდებოდა, რაც უნდოდა, იმით სახელმწიფო არ დახმარებია.

,,ფერმერებში ფულის დეფიციტი გაჩნდა“,
- ამბობს სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი. გურამ ჯინჭველაძე მიიჩნევს, რომ ფერმერებს წელს საგაზაფხულო სამუშაოების წარმოება შარშანდელი მასშტაბით აღარ შეუძლიათ. ის გამოსავალს მიწის რეფორმის დროულად დასრულებაში ხედავს.

„პანდემიის გამო, მოსახლეობას პროდუქტის რეალიზაცია გაუჭირდა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, საადრეო პროდუქცია ნორმალურ ფასში იყიდებოდა, მაგრამ სექტემბრის ბოლოს პრობლემები წარმოიშვა. ფერმერებში ფულის დეფიციტი დაიწყო. მოკლევადიანი ვაუჩერები, ვერ გამოასწორებს სოფლის მეურნოების სექტორის მდგომარეობას. ეს არის მხოლოდ პატარა ინექცია. მიწის დასრულების რეფორმა თუ გვეღირსება როდისმე, ეს იქნება ყველაზე სწორი საქციელი სახელმწიფოს მხრიდან. თავიდან ხალხს ეგონა, რომ პანდემიის დროს ერთ-ერთი გამოსავალი სოფელში დაბრუნება და მიწის დამუშავება იყო. შარშან 10-15% -იანი მატება კი იყო, თუმცა წელს მგონია, რომ „ქალაქელი ფერმერები“ ისევ მიიჩქმალებიან და მიწაზე მუშაობას ისინი გააგრძელებენ, ვინც აქამდე სისტემატურად ამუშავებდა მას“, - ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

ადგილობრივი ფერმერები სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ითხოვენ. თავისმხრივ, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პანდემიის პერიოდში, მათ სათანადოდ შეეხიდა. დიზელის საწვავზე 1 ლარით ნაკლები ფასით, 1ჰექტარ მიწაზე საქონლისა და ხვნის მომსახურებაზე გამოყოფილი 200 ლარით და ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებბული სხვა შეღავათით სამცხე-ჯავახეთში, 4 965-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ეს სამცხე-ჯავახეთში არსებულ ფერმერთა 1%-ც არ არის. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამსახურის უფროს ნანა ზუბაშვილს ამ ეტაპზე, უჭირს იმის თქმა, შემცირდა თუ გაიზარდა დათესილი მიწის ნაკვეთების რაოდენობა, რადგან კვლევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

,,რეგიონში არ არსებობს ფერმერი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უსარგებლია დახმარებით, გაუნაღდებია ბარათი ან ჩართულა აგროდიზელის პროგრამაში. ვაუჩერებმა და საწვავმა ფერმერებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. გადავამოწმეთ მაღაზიები, სადაც ყიდულობდნენ სამუშაო იარაღებს, შხამქიმიკატებს და სხვ. სააგენტოს მხრიდან რეგიონში სულ 88 პროექტი დაფინანსდა. პროექტები ძირითადად მოიცავდა ფერმების მშენებლობას ან მათთვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევას. კარდაკარის პრინციპით კვირაში ორი დღე გავდივართ სოფლებში და ვატარებთ გამოკითხვას იმაზე, თუ რა უჭირთ ყველაზე მეტად ფერმერებს. ამ ეტაპზე გამოიკვეთა ახალი ტექნიკის სიმცირე. პრობლემების მოგვარება ჩვენი მთავარი მოვალეობაა. იმედია, წელს კარგი წელი იქნება, რადგან ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა სოფლის მეურნეობით“, - გვეუბნება ნანა ზუბაშვილმა.

კოვიდ19-ის გავლენით ფერმერულ მეურნეობებში შექმნილ პრობლემებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციაც სწავლობს. პანდემიის პირველი ტალღის დროს მოკვლეული საკითხები: ფინანსების სიმწირე, საწარმოო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, რეალიზაცია, ირიგაცია ასოციაციის მოკლევადიან გეგმაში აისახა და მთავრობას გაეგზავნა. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე შემუშავდა სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სასოფლო - სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას (1 ჰექტარზე 200 ლ) ითვალისწინებდა.

„ფერმერებისთვის შემუშავდა სპეციალური კითხვარები, რომლის იდენტიფიცირების შემდეგ სარეალიზაციო ქსელებთან მსხვილი სუპერმარკეტები დაკავშირდნენ. განმეორებითი კვლევა ახლაც მიმდინარეობს. პანდემიის დროს ფერმერებისთვის გამოყოფილი დახმარებები ეფექტური იყო, თუმცა არასაკმარისი რაოდენობის. პრობლემა იყო ისიც, რომ გაზაფხულზე მექანიზაციის ნაწილში გამოცხადებული პროგრამაზე დარეგისტრირება ძალიან ბევრმა მათგანმა ვერ მოასწრო, რადგან ერთ დღეში ამოიწურა გასაცემი თანხის რაოდენობა. თუ როგორი წელი გვექნება, ეს პანდემიაზეა დამოკიდებული“- განმარტავს საქართველოს ფერმერთა ასოცოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია.

ირაკლი ჩიტაშვილი ერთ-ერთია, ვინც მექანიზაციის ნაწილში გამოცხადებული პროგრამით ისარგებლა. ფერმერი ქალაქ ვალეში ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ამუშავებს. დოკუმენტების მომზადებისას შიშობდა, რომ დახმარება არ შეხვდებოდა, რადგან ერთ პროექტზე გასაცემი თანხა 150 000 ლარი,  მსურველი კი ბევრი იყო.

„ძალიან კარგია ფერმერებისთვის სხვადასხვა სახის დახმარებების გამოყოფა, თუმცა გამოცხადებული არ იყო, მაშინვე შეივსო. ბევრმა ადამიანმა დარეგისტრირება ვერ მოასწრო, არც ველოდებოდი, რომ მოვასწრებდი. ვფქირობ, რომ არასაკმარისი რაოდენობა იყო, რადგან ერთ დღეში ამოიწურა, უნდა იყოს სხვადასხვა სახის დახმარებები, მაგრამ ისეთი, ყველამ რომ შეძლოს მონაწილეობის მიღება“ - ამბობს ფერმერი ირაკლი ჩიტაშვილი.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სახელმწიფომ სრულად დააფინანსა სესხების ექვსი თვის საპროცენტო განაკვეთი, ხოლო ფერმერებს, ვალის ძირითადი ნაწილის გადახდის შესაძლებლობა მიღებული მოსავლის რეალიზაციის შემდეგ მიეცათ. გარდა ამისა, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებმა 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს 15 000 ლიტრის ოდენობის საწვავზე ფასდაკლების ბარათები მიიღეს.  „50 % - იანი გრანტი აგროწარმოების" ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხარჯის დაფინანსების მიზნით გაიცა 50%-იანი გრანტები , რომლის მოცულობა 10 000 ლარია.

ახალციხელმა ელიოზ ბარბლიშილმა „შეღავათიანი აგროკრედიტით“ ისარგებლა. მიწას წლებია ამუშავებს. ეს საქმე სეზონზე 1000 ლარი უჯდება.

„კმაყოფილი ვარ, 5 000 ლარიანი სესხი მქონდა. ვიყიდე ის ყველაფერი, თესლი, შხამქიმიკატები, რაც საჭირო იყო. თუმცა პროდუქტის რეალიზაციის შემდეგ, მაშინვე გადავფარე, სხვა არ ვიცი მაგრამ მე ძალიან მომეწონა“, - ამბობს ფერმერი.

პანდემიის დროს, ამერიკის მთავრობამ, სხვადასხვა პროგრამისთვის, ათობით მილიარდი დოლარი გამოყო. თანხის ნაწილი სოფლის მეურნეობის სფეროს მოხმარდა, მათ შორის პირდაპირი ფულადი დახმარების და სესხების სახით.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, კანადაში ფინანსურად ეხმარებიან ინდივიდებს, ბიზნესს და ინდუსტრიებს, რაც 6-12 თვის პროცენტის გადახდასა და დამატებით კრედიტებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ამისთვის 5 მილიარდი კანადური დოლარია გამოყოფილი.

შეღავათი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დღემდე მოქმედებს და დახმარება უკვე 360 ფერმერმა მიიღო.

რამდენად დიდია ზარალი სოფლის მეურნეობის კუთხით ქვეყანაში, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისათვის მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები და მიწის ნაკვეთების დამუშავება. სამცხე-ჯავახეთში სულ 530 000 ფერმერია. ისინი სახელმწიფოსგან მეტ მხარდაჭერას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პანდემიის შესაძლო მესამე ტალღას ვეღარ გაუძლებენ.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 21 °C
img
ახალქალაქი 17 °C
img
ასპინძა 22 °C
img
ადიგენი 25 °C
img
ბორჯომი 24 °C
img
თბილისი 23 °C
img
აბასთუმანი 19 °C
img
ბაკურიანი 15 °C
img
ნინოწმინდა 17 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7815
EUR
EUR
1
2.8473
RUB
RUB
100
2.8348
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6753
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibom hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosbetebetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomsekabetkavbetbettiltjojobetSlot Maxwinmarsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetsafirbetjojobetkralbetsafirbetsafirbetsafirbetholiganbet girişsafirbetsekabetsafirbetonwinsafirbetbetebetsahabetsafirbetsafirbetmatadorbetsafirbetgrandpashabetsafirbetnakitbahiscratosslotsafirbetpiabellacasinosafirbetmeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetsekabetjojobetgalabetnakitbahismeritkingbettiltsafirbetimajbetjojobetjojobetsafirbetmatbetsafirbetdinamobetsafirbetsafirbetcasibomsafirbetmobilsafirbetjojobetimajbetgalabetmatbetonwintumbettümbetbaywin girişbaywinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahispremikssigara shopxslotbet