სოფლის მეურნეობა
20 წლით უკან დაბრუნება - პანდემიის შედეგები სოფლის მეურნეობაში

 

ტონობით გაფუჭებული კომბოსტო და კარტოფილი, ფუჭად გაწეული შრომა და დახარჯული თანხა, გადაყრილი მოსავალი და სახელმწიფოს სუბსიდირების მოლოდინი - ეს ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალის მოსახლეობის რეალობაა. იმ იმედით, რომ ფასი ცოტათი მაინც აიწევდა, მყიდველს იქ მთელი ზამთრის განმავლობაში ელოდნენ. შინ დარჩენა ფერმერებს კოვიდრეგულაციებმაც აიძულა. ტონობით მოსავლის სხვა ქალაქში წაღება, მისი გაყიდვა და „კომენდანტის საათმდე“(21:00) სახლში დაბრუნება შეუძლებელი იყო. პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა, ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთში კიდევ უფრო დაამძიმა.

გაუფასურებული ლარის, გაძვირებული პროდუქტებისა და საწვავის ფონზე, ერთი კილოგრამი ბოსტნეულის ფასი 8 თეთრია. ეს თანხა პროდუქტის თვითღირებულებასაც ვერ ფარავს. რეგინში კი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს სწორედ სოფლის მეურნეობით ირჩენს.

ახალციხიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს სოფელი ვალე, სადაც ადგილობრივებსკომბოსტო, ჭარხალი და კარტოფილი მოჰყვს. პეტრე ჩიტაშვილს ექვს ტონამდე მოსავალი - ჭარხალი, კომბოსტო და სტაფილო, სარდაფში ულპება. ამ მდგომარეობაში მის სოფელში ძალიან ბევრია.

,,სოფლის მეურნეობის პროდუქტის ფასი არასტაბილურია, სწორედ ეს არასტაბილურობა იწვევს სოფლის მეურნეობის განვითარების ჩავარდნას“ - ამბობს ფერმერი და მიიჩნევს, რომ ვალის დანარჩენი მოსახლეობის მსგავსად, წელს ,,გლეხი ჭარბმა მოსავალმა და ჩაკეტილმა საზღვრებმა დაღუპა“. პეტრე ჩიტაშვილი გამოსავალს სახელმწიფოსგან სუბსიდირებასა და იმპორტირებული პროდუქციის შეზღუდვაში ხედავს. ამ თანადგომის გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებლად მიაჩნია.

კაკაჩიშვილების ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო სკოლის პედაგოგის ხელფასია. სათესლე მასალისა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯი სიმონ კაკაჩიშვილმა მეუღლის ხელფასიდან გაისტუმრა. იმედოვნებდა, რომ პროდუქტის გაყიდვით დანახარჯსაც დაფარავდა და მოგებაც დარჩებოდა. ასე არ მოხდა, მოსავალი გადაყარა. ზარალის თავიდან ასაცილებლად წელს ბოსტნეულის ნაცვლად, მარცვლეულის დათესვას გეგმავს. სიმონ კაკაჩიშვილის მსგავსად 25 ტონა ბოსტნეული გაუფუჭდა ვაჟა ათუნაშვილსაც.

პანდემიამდე ფერმერებს კომბოსტოს თესლი თვითონ გამოჰყავდათ, დღეს კი უცხოურ სათესლე მასალას იყენებენ. ესეც ,,თანამედროვეობამ მოიტანა“, ჯიშების განახლებასა და მოვლის წესების ცვლილებასთან ერთად, მესხი ფერმერები უცხოურ მასალაზე დროთა განმავლობაში ისე გადავიდნენ, თავადაც ვერ მიხვდნენ - ასე უფრო მარტივია და სწრაფი, მოსავალიც ბევრი მოდის. თესავენ, ჩითილები გამოჰყავთ, მიწის ნაკვეთზე სასუქი შეაქვთ და რწყავენ - ეს ყველაფერი დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. ყოველწლიური რუტინული საქმიანობა რევაზ კაკაჩიშვილისთვის ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. ამბობს, რომ ,,გლეხი ყოველთვის ცას შესცქერის“, რადგან არასდროს იცის რამდენად მოსავლიანი წელი ექნება. თუმცა, პანდემიურ წელს ჭარბი პროდუქტი თავის ტკივილად ექცა.. ამის გამო ოჯახს ხშირად პიურეთი ან შემწვარი კარტოფილით გააქვს თავი.ვალის მკვიდრი გურამ გოზალიშვილი, წლების განმავლობაში, თანასოფლელებსა და მყიდველებს შორის შუამავლობდა. ამბობს, რომ წელს ჭარბი მოსავალი მოვიდა და სოფელში ჯამში დაახლოებით 10 000 ტონა შეადგინა. ვალელებმა მხოლოდ 70%-მდე პროდუქტის რეალიზაცია შეძლეს. დარჩენილ ტონობით გაფუჭებულ პროდუქტს ყრიან, ან უკეთეს შემთხვევაში, პირუტყვს აჭმევენ.

,,მინერალური სასუქები, შხამქიმიკატები, სათესლე მასალა - პანდემიის პერიოდში ძალიან გაძვირდა. პროდუქცია რომ რენტაბელური გახდეს, ეს ყველაფერი უნდა გაიაფდეს. სათესლე მასალის ფასი 3.8 -დან 4.7 ლარამდე მერყეობს. მაშინ როცა საუკეთესო კარტოფილი 35, ხოლო საუკეთესო კომბოსტო 15 თეთრი ღირს“. გურამ გოზალიშვილის თქმით, ვალელებს მოსავლის დაახლოებით 30%-ის, ანუ 3 000 ტონა ბოსტნეულის გადაყრა მოუწიათ.ფერმერებთან და შუამავლებთან ერთად შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს სოფლის მეურნეობის სპეციალისტებიც ეძებენ. კრიზისიდან თავის დაღწევის ერთერთ გზად დარგის სპეციალისტებს ჭარბი მოსავლის ექსპორტი მიაჩნიათ. სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის დირექტორს მოსავლის გასაღების ბაზრები პირველ რიგში რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში ეგულება. რაც შეეხება ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის შემოტანის შეზღუდვას, ეს შეუძლებელია.
,,ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და არ აქვს უფლება ასევე წევრი ორგანიზაციების პროდუქცია დაბლოკოს საზღვრებზე. ყველაზე ცუდი პროცესი კი ის არის, რომ ფერმერები ისევ შერეულ სოფლის მეურნეობას უბრუნდებიან“, - განმარტავს სასოფლო - საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე.გურამ ჯინჭველაძე აღნიშნავს, რომ თურქეთიდან და სხვა ქვეყნიდან პირველადი მოხმარების მოსავლის იმპორტი წელს მინიმალური იყო. ფიქრობს, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ფერმერთა პროდუქციის რეალიზაციის საკითხში და დაეხმაროს გლეხებს უახლოესი ბაზრების მოძიებაში.

,,ახლა პანდემიის შედეგებს ვიმკით, ჭარბი პროდუქციაა გარკვეულ სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე. ეს არის კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი, კომბოსტო და სტაფილოც გარკვეულწილად. ჭარბი პროდუქცია კი ვერ გაიწოვა ტურისტის გარეშე დარჩენილმა სამომხმარებლო ბაზარმა“.

პრობლემას კარგად იცნობს ადგილობრივი ხელისუფლებაც. მთავრობაში შექმნილ კრიზისს კოვიდპანდემიას უკავშირებენ და ამბობენ, რომ პროდუქტით ექსპორტიორებისწორედ ამის გამო არ ინტერესდებიან. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის მთავარ სპეციალისტს კი ექსპერტებისგან განსხვავებული აზრი აქვს.

,,პირველადი მოხმარების ჭარბი მოსავალი საქართველოში არ შეიძლება იყოს, პირიქით, ყოველთვის დეფიციტშია. რაც შეეხება ვალის მოსახლეობის საკითხს, ეგ მხოლოდ სეზონურობას უკავშირდება. რეალურად ოთხ თვეში არ იყიდება ამდენი კომბოსტო, ოთხი თვის შემდეგ კი ახალი შემოდის და პრობლემას სწორედ ეს ქმნის“, - ამბობს მამუკა თამარაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში აცხადებს, რომ სახელმწიფო გლეხებს სწორედ კორონავირუსის გამო ვერ ეხმარება.

,,პანდემიამ ძალიან უარყოფითად იმოქმედა საერთოდ ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის მოსავლის რეალიზაციაზეც. ამ პრობლემის შესახებ საქმის კურსშია ყველა ზემდგომი, იციან... გამოსავალი მაინც ის არის, რომ დროულად დავამარცხოთ პანდემია, რომ ამუშავდეს ეკონომიკა და გაიხსნას საზღვრები“- ამბობს ელიოზ ბარბლიშვილი.მოსავლის რეალიზაციის პრობლემის წინაშე ადგილობრივები წლებია დგანან, თუმცა პანდემიამ მათი გასაჭირი გააორმაგა. დაბალი ფასის გამო პეტრე ჩიტაშვილი ფიქრობს, რომ წელს კომბოსტოს აღარ დარგავს. სპეციალიზებულის ნაცვლად, ისევ შერეულ ფერმერულ მეურნეობას დაუბრუნდება და ზარალისგან თავის დაცვას ამ გზით შეეცდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში, ქვეყანაში, 2.9 მლნ აშშ დოლარის იმპორტირებული კარტოფილია შემოტანილი. მათ შორის 543 ათასი აშშ დოლარი სათესლე მასალაშია გადახდილი.

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 24 °C
img
ახალქალაქი 20 °C
img
ასპინძა 24 °C
img
ადიგენი 27 °C
img
ბორჯომი 25 °C
img
თბილისი 26 °C
img
აბასთუმანი 21 °C
img
ბაკურიანი 18 °C
img
ნინოწმინდა 20 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelercasibombahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobetBetnanojojobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwingrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahismesleki yeterlilik belgesisigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingtarafbetgrandpashabet+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10marsbahisbets10meritkingimajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornoMeritkingbets10onwincasibomgrandpashabetMatadorbetgoldenbahisjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyonmarsbahiscasibom7slotsbets10kadiköy travestitarafbetSahabetgrandpashabetjojobetSahabetbetturkeyxslotCasibombetvolebetsatbetgarantikalebetholiganbetqueenbetlimanbetbets10holiganbetThesakultah