სოფლის მეურნეობა
ყველაზე მოვლილი პირუტყვი - ადიგენში კონკურსი ჩატარდა (ფოტოები)
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელში ტრადიციული ღონისძიება გაიმართა. მთაში, საზაფხულო საძოვრებზე წასვლის წინ, ფერმერებმა პირუტყვი მოსართავებითა და საღებავებით გაალამაზეს. რამდენიმე ათეული წელია ადგილობრივები ამ ტრადიციას მისდევენ, ეს მათთვის სიახლესთან, სიხარულთან და ზეიმთან ასოცირდება.

ფოტოებს ფეისბუკზე GBDC ფერმერთა ასოციაცია "ერთობა" აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, პროექტ "კავკასიური რძეს" ფარგლებში, ფერმერთა ასოციაცია "ერთობა" და GBDC - "კავკასია ახალციხის ოფისის" ტექნიკური ჯგუფი ფერმერებს ტრადიციის შენარჩუნებაში ეხმარება. მათთვის მოტივაციის ასამაღლებლად კი ჩატარდა კონკურსი, სადაც გამოვლინდა ყველაზე კარგად მოვლილი და მორთული პირუტყვი, ფერმერებს კი ასოციაციისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

| Print |