სოფლის მეურნეობა
გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა - დეპუტატებმა ახალციხეში საწარმოები მოინახულეს
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა ახალციხეში გასვლითი შეხვედრა გამართეს. კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მეწარმეებსა და ფერმერებს შეხვდა.

დეპუტატებმა სოფელ ურაველში მოინახულეს ყველის საწარმო „წიფორა-სამცხე“, ასევე საოჯახო სასტუმრო „ედემი“, შეხვედრა გამართეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ წარმომადგენლებთან.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა დაათვალიერეს სარწყავი არხები და სატუმბი სადგურები. მოინახულეს ფერსა-მუგარეთის, გიორგიწმინდის, კლდე-წნისის სატუმბი სადგურები, ასევე გურკელ-წრიოხის და კატარჯის სარწყავი არხები.

დეპუტატები ეწვივნენ თაფლის გადამამუშავებელ საწარმო „კოდის“, რომელშიც 11 მეფუტკრეა გაერთიანებული. კოოპერატივი 2016 წელს ჩამოყალიბდა და წელიწადში საშუალოდ, 5 ტონამდე თაფლს აწარმოებს.

| Print |