სოფლის მეურნეობა
ახალციხეში ფერმერებს საქონელი ეხოცებათ
ახალციხის სოფლების - ურავლის, ჭაჭარაქის, მუსხის მცხოვრებლებს პირუტყვი დაეხოცათ. საქონელი მოულოდნელად გუშინ, 18 ივნისს დაეცა. ადგილობრივების თქმით, ამ დროისთვის 15 სული საქონელია დახოცილი.

ფერმერებს საქონელი მთაში ჰყავთ, სადაც ვეტერინარები გუშინვე მივიდნენ.

„გუშინ მთაშივე აუღეს საქონელს ანალიზები და ლაბორატორიაში წაიღეს. ზოგი ეჭვობს რომ თურქულია, მაგრამ ასეთი სიმპტომები არ აქვს ამ დაავადებას. ზოგი სხვა რამეს ამბობს, წამლის ხარისხზე მიდიან საბოლოოდ, რომ უხარისხოა. უცბად ეცემა საქონელი, რამდენიმე საათში“, - ამბობს ადგილობრივი ემზარ ოქრომელიძე.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ საკითხის მოკვლევა დაიწყეს. ანალიზები აღებულია და შესასწავლად ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

| Print |