სოფლის მეურნეობა
ლონდონის საერთაშორისო თაფლის პრესტიჟულ კონკურსში "ნინოწმინდის თაფლმა" გაიმარჯვა
,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანია კოოპერატივი „კოდი“ ლონდონის საერთაშორისო თაფლის პრესტიჟულ კონკურსში „London International Honey Awards 2021” გამარჯვებული გახდა.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, ქართული თაფლის კომპანიებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ლონდონის თაფლის კონკურსში, სადაც მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 290 თაფლის სახეობა იყო წარდგენილი.

თაფლის მწარმოებელი კომპანიების “ნენა”, “რუხი დედოფალი” და კოოპერატივი “კოდი”-ს პროდუქციამ ხარისხის შეფასების კატეგორიაში 4 ვერცხლის ჯილდო მოიპოვა.

LIHA ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი მთვარი კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მცირე მეწარმებიისა და მათ მიერ წარმოებული ბიოპროდუქციის მიმართ ცნობადობის გაზრდას"
- წერია სავაჭრო - სამრეწველო პალატა -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამარჯვების შესახებ ,,ნინოწმინდის თაფლის" ხელმძღვანელი მადლობას ორგანიზატორებთან ერთად მომხმარებლებსა და პარტნიორებს უხდის. გიორგი მერაბიშვილი პირველ საერთაშორისო წარმატებაზე წერს.

,,ესეც პირველი წარმატება საერთაშორისო მაშტაბით!!! ლონდონის საერთაშორისო თაფლის კონკურსში " London International Honey Awards 2021" კოოპერატივ კოდის მიერ წარმოებულმა, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე "ნინოწმინდის თაფლმა" - ალპიდამ , ვერცხლის მედალი მოიპოვა. მინდა ასევე მივულოცო ეს წარმატება ჩვენი თაფლის მომხმარებლებს, კოოპერატივის პარტნიორებს და გულშემატკივრებს" - აღნიშნავს გიორგი მერაბიშვილი. 


ამაავე თემაზე შეგიძლიათ ნახოთ:

ნინოწმინდის თაფლი - ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა რეესტრში

,,კოოპერატივმა კოდმა" კონკურსში გაიმარჯვა

მესხი მეწარმეების გზა ევროპის ბაზრისკენ

როგორ დააზარალა ფერმერები კომენდანტის საათმა
| Print |