აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ადიგენში ფეიქრიშვილების მერძეულ ფერმას ეწვია
17:09 / 09.08.2021
საქართველოში აშშ-ის ელჩი ადიგენის სოფელ არალში პეტრე ფეიქრიშვილის ფერმას ეწვია. კელი დეგნანი საქართველოში მესაქონლეობის სექტორში არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს გაეცნო. პეტრე ფეიქრიშვილი ადგილობრივი ჯიშის მერძეული მიმართულების საქონლის კომერციულ ფერმას ფლობს. საქმიანობა 15 წლის წინ დაიწყო. ამჟამად ფერმაში 50 სული მეწველი ძროხა და ამდენივე მოზარდია.
რძის მწარმოებელმა ფერმერმა მეურნეობის განვითარებისთვის თანადაფინანსება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონელეობაში“ ფარგლებში მოიპოვა. პროექტის მხრიდან გადაეცა 8 კუბიანი წარმადობის საკვებ დამრიგებელი, 4 რიგიანი სიმინდის სათესი და ჰერბიციდის შემასხურებელი აპარატი. საერთო ჯამში საგრანტო ინვესტიციამ 68 000 ლარი შეადგინა.
5-წლიან პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - საქართველო“ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.