ახალციხეში კარტოფილის წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა მოეწყო
15:30 / 08.10.2021
ახალციხეში კარტოფილის ექსპოზიციის 200 წლისთავი აღნიშნეს. ახალციხის ციხის ციტადელზე იმ ტექნოლოგიების პრეზენტაცია მოეწყო,რომელსაც კარტოფილის მწარმოებლები ბოსტნეული კულტურის მოსაყვანად იყენებენ.
ღონისძიება USAID-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. გამოფენის მიზანი ადგილობრივ ფერმერთა ხელშეწყობაა, რათა ინოვაციური მეთოდების დახმარებით მაღალი ხარისხის კარტოფილი მოიყვანონ.
ღონისძიებას USAID-ის და კერძო სექტორის, რეგიონის და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ.
მსგავსი ტიპის ღონისძიება საქართველოში პირველად გაიმართა.
“USAID-ი ძალიან ამაყობს, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა, ვიმუშაოთ როგორც ადგილობრივ მთავრობასთან, ასევე კერძო სექტორთან. გავაცნოთ ხალხს და შემოვუტანოთ ახალი ჯიშები“, - თქვა USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა ღონისძიებაზე.