სოფლის მეურნეობა
საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა პირუქტვის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ საქონლის ადგილობრივი ექსპორტიდან 30,672 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს კი არა თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, არამედ ბოლო 13 წლის მონაცემებს აღემატება. 2009 წლის 9 თვეში ქვეყნიდან 12,408 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი პირუქტყვი გაიყვანეს, 2021 წელს კი 20,066 მლნ დოლარის.
რაც შეეხება საექპორტო ქვეყნებს, წლების განმავლობაში ქართული პირუქტყვი ძირითადად მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანსა და სომხეთში გადიოდა. ქართული საქონელი ხვდებოდა ერაყის, ირანის, იორდანიის, ეგვიპტის, ქუვეითისა და ლიბანის ბაზრებზეც.
2022 წლის 9 თვეში კი საქართველოდან ცოცხალი პირუქტყვის ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში:
- ერაყი - 22,528 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი - 13,849 მლნ დოლარი
- იორდანია - 1,897 მლნ დოლარი
- ეგვიპტე - 688 ათასი დოლარი
- ირანი - 382 ათასი დოლარი
- სომხეთი - 327 ათასი დოლარი
ინფორმაციისთვის, მონაცემები, თუ რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ცოცხალი პირუქტვის ადგილობრივი ექსპორტიდან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი.
გააზიარეთ :