მესხური ტენილი ყველის ევროპული პერსპექტივები
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მესხური ტენილი ყველის წარმოება აღდგა. “მზიანეთმა” საქმიანობა, სამწლიანი პაუზის შემდეგ, კოოპერატივ “ხარებასთან” ერთად განაახლა. 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მესხური ტენილი ყველი წარმოება აღდგა. “მზიანეთმა საქმიანობა, სამწლიანი პაუზის შემდეგ, კოოპერატივ ხარებასთან ერთად განაახლა

სოფელ ჭობარეთის ყველის საწარმოში მესხური ტენილი ყველის წარმოება სამწლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაიწყეს. უნიკალური, ძველი ტრადიციული რეცეპტით პროდუქტს აქ ადგილობრივები თამარ ზედგინიძე და დარიკო ჯვარიძე ამზადებენ. ისინი  ყოველდღიურად 120 ლიტრ რძეს ამუშავებენ. თმის ღერის დონეზე დაწმინდავებული, ნაღებში ამოვლებული და ქოთანში გატენილი მესხური  მალე დახლებზე გამოჩნდება.

ჭობარეთის საწარმოში ევროპის ბაზრებზე ტენილის გატანას ამ ეტაპზე არ აპირებენ. იციან, რომ ეს არაერთ რეგულაციასთანაა დაკავშირებული,  საწარმო  კი ამ ამისთვის მზად არ არის. მათგან განსხვავებით, ანდრიაწმინდელი გალინა ინასარიძე დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ბაზრისკენ გზას აუცილებლად  იპოვის. ამჟამად ტენილ ყველს  მარტო ამზადებს, მაგრამ მალე საწარმოს აშენებასა და წარმადობის 5– 6 ტონამდე გაზრდას გეგმავს.

ევროპულ ბაზრებზე მოსახვედრად,  აუცილებელია ზოგადი ჰიგიენური ნორმების დაცვა, ძროხის შემოწმება დაავადებებზე და  სტანდარტით განსაზღვრულ პირობებში მოწველა, რძის საჭირო ტემპერატურაზე შენახვა–ტრანსპორტირება. საწარმო უნდა მოწმდებოდეს შესაბამისი სტრუქტურის მიერ,  ჰქონდეს პროდუქციის დამზადება–გამოყენების უფლება და   ხელმძღვანელობდეს საქპატენტში დარეგისტრირებული რეცეპტით.  ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რძის პროდუქტების ევროპის ბაზარზე გატანა შორეული პერსპექტივაა.

იმისთვის, რომ დასავლეთის ბაზარზე პროდუქციამ  ადგილი დაიმკვიდროს, ჯერ ევროპაში ცნობადობა უნდა გაიზარდოს –  მიაჩნიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ  სამმართველოში. მამუკა თამარაძის თქმით, მთავარია ფერმერმა ყველა სტანდარტი დააკმაყოფილოს, ცნობადობის ამაღლებაში კი მათ სახელმწიფო დაეხმარება.

ტენილ ყველს, რომლის დამზადების ტექნოლოგიასაც  საქართველოში 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და იუნესკოს ნომინაციაზე წარდგენასაც გეგმავენ, ევროკავშირის ბაზარზე გატანის პერსპექტივა მისი უნიკალურობიდან გამომდინარე აქვს. თუმცა დღეისათვის არსებული მარაგი  მხოლოდ ადგილობრივ ბაზრებს აკმაყოფილებს.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველში ვარაუდობენ, რომ სანამ ტენილი ყველა პროცედურას გაივლის, მანამდე ევროკავშირის ბაზარს მესხეთში მოყვანილი კენკროვანი  ხილი უფრო მარტივად და მოკლე პერიოდში დაიკავებს.

 

ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.