სოფლის მეურნეობა
ახალციხეში 300 სასოფლო-სამეურნეო ბარათი გაუქმდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 300 სასოფლო-სამეურნეო ბარათი გაუუქმდა, რომლითაც 220 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა მოხნულიყო. ბარათების დიდი ნაწილი, აწყურისა და ვალის მოსახლეობას ეკუთვნის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბარათების გამოუყენებლობას ტემპერატურის ვარდნით ხსნიან. რამინ მარტინენკო განმარტავს, რომ ნაკვეთების დამუშავება შემოდგომით ამიტომ ვერ მოესწრო.

2016 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში 8 059 სახნავი ბარათი დარიგდა, აქედან 6 497 სათესლე მასალასა და სასუქში გადაიცვალა, 1 260 ბარათით კი მიწა მოიხნა.

2017 წლიდან მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი აღარ განხორციელდება.

| Print |