სოფლის მეურნეობა
მესხეთში საგაზაფხულო სამუშაოები გვიანდება
სამცხე–ჯავახეთში, ფერმერებმა საგაზაფხულო სამუშაოები გამოამინდებისთანავე დაიწყეს. აგროკალენდრის მიხედვით, 10 აპრილამდე სტაფილო, ჭარხალი, ხახვი და ნიორი უნდა დაითესოს, თუმცა ზოგიერთ ფერმერს, მიწების მოხვნა და საგაზაფხულო მარცვლეულის თესვა ჯერ არ დაუსრულებია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი ტექნიკის სიმცირე და სიძვირეა.

საგაზაფხულო სამუშაოები, კლიმატური პირობების გამო, ჯერ არ დაწყებულა ჯავახეთში. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, ისევე როგორც სხვა რაიონებში, ნაკვეთების ნაწილი შემოდგომით მოიხნა. თუმცა ტექნიკის სიმცირის გამო, არაერთი ფერმერის მიწა, ამ დრომდე დასამუშავებელია.

| Print |