სოფლის მეურნეობა
რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა
რძის ფხვნილისგან დამზადებულ ყველს ეტიკეტზე აუცილებლად უნდა მიეთითოს, რომ იგი ნედლი რძისგან არ არის წარმოებული. გარდა ამისა, დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინის - "კარაქის" გამოყენება, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა, გარდა რძის ცხიმისა – "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში" ცვლილებები 1 ივლისიდან ამოქმედდა. იმ შემთხვევაში თუ მწარმოებელი კანონს არ დაემორჩილება ბიზნესოპერატორი პირველად 400 ლარით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მეორედ 1 200 ლარით დაჯარიმდება.

| Print |