სოფლის მეურნეობა
ხელოვნური განაყოფიერებით სამცხე–ჯავახეთში წელს 19 ხბო დაიბადა
ელიოსიძეების ოჯახში ორი ხბო ბუნებრივი, სამი კი ხელოვნური განაყოფიერების გზითაა მიღებული. განსხვავება დიდია – თითქმის ერთიდაიგივე პერიოდში დაბადებული ხბოებიდან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული უფრო დიდი ზომისაა და სწრაფად იზრდება, ვიდრე ტრადიციული მეთოდით. ელიოსიძეების ხბოები მომავალ წელს განაყოფიერებისთვის უკვე მზად იქნებიან. დაახლოებით ორ წელიწადში კი მეპატრონეები მათ პროდუქტიულობას წველადობის მხრივ შეაფასებენ.


| Print |