სოფლის მეურნეობა
როგორ მზადდება კომბინირებული საკვები - მედიატური მცხეთაში
ქათმებისთვის, საქონლისთვის, ღორებისა და მწყრისთვის კომბინირებულ საკვებს მცხეთაში ამზადებენ.

საკვები იმპორტირებული მარცვლეულით მზადდება. ნედლეულს, რეცეპტის მიხედვით, მინერალები, ამინომჟავები და ვიტამინები ემატება.

მენიუ ცხოველის ჯიშისა და ასაკის მიხედვით ირჩევა. ნედლეული, წარმოების დაწყებამდე და საბოლოო სახის მიღების შემდეგ, ლაბორატორიულ შემოწმებას გადის.

კომბინირებული საკვების მომხმარებლები ძირითადად, მსხვილი ფერმერები არიან.

| Print |