დღის ფრაზა
"სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ვერავის ვინც დაგვეხმარება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის ორი ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებით რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის საექსპედიციო ძალებისთვის მიმართვის დროს.

მისი თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და ზოგიერთი საერთაშორისო კომპანია "მოლოდინის რეჟიმშიც" კი გადავიდა:

"ჩემი შეხედულებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის. თუმცა მესმის თუ რატომ დუმს მსოფლიო განსაკუთრებით უკრაინის 2 ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდების შემდეგ. გვესმის სიტყვები, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამ ატომური ელექტროსადგურების ხელში ჩაგდებით რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.

რა პასუხი გასცა მსოფლიომ - არანაირი. ბევრი მსოფლიოს წამყვანი კომპანია ამ დრომდე არ გასულა რუსეთის ბაზრიდან. სანქციებს, ჩვენ მეტი ვიცით იმიტომ რომ ქვეყანაში ომი გვაქვს და ვაკვირდებით თუ რამდენად ეფექტურია ეს შეზღუდვები. ბევრი კომპანია, რომელმაც განაცხადა რომ რუსული ბაზრიდან გავიდოდა, მოლოდინის რეჟიმში გადაერთო. ისინი მიმდინარე პროცესების დასრულებას და რუსული ბაზარზე ხელახალ დაბრუნებას ელოდებიან. ამ ადამიანებს 97 დაღუპული ბავშვის ბედი არ ანაღვლებთ. არც დანგრეული სახლები და განადგურებული დასახლებები. ეს ნიშნავს რომ უკრაინას ატყუებენ, ზუსტად ისევე როგორც ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავ ვერავის ვინც დაგვეხმარება. თუ ეს ადამიანები სისხლისღვრას აიგნორებენ, მაშინ მსოფლიო ვერაფერს შეძლებს. რუსეთი ახლა უნდა შევაჩეროთ, სანამ კიდევ უფრო შორს არ წასულა. იმდენად მკაცრი სანქციები უნდა დავაწესოთ რომ ომზე ფიქრიც კი ვერ გაბედონ.

აუცილებელია რომ რუსული ბანკები სვიფთის სისტემიდან საბოლოოდ გათიშონ, ასევე რუსული ფლოტი იზოლაციაში მოაქციონ და რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ. ეს აუცილებელია როგორც ჩვენთვის ასევე თქვენთვის. დამიჯერეთ რუსული პროპაგანდისტული მანქანის შეჩერება ჯერ კიდევ შეგვიძლია. აუცილებელია თქვენთან ერთად ვიმოქმედოთ და მტერი ჩვენ მიწაზე დავამარცხოთ, თორემ ის თქვენამდეც მოვლა.

გიტანას ნაუსედამ კარგად იცის, რომ თუ უკრაინა ვერ შეაჩერებს მტერს, რუსეთი ბალტიისპირეთს მიადგება. ასევე პოლონეთმაც და ფინეთმაც",
- აღნიშნა ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ:

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.