დღის ფრაზა
საჭიროა, NATO-მ მხარდაჭერა გაუწიოს მოლდოვას და საქართველოს - იენს სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსმა მხარდაჭერა უნდა გაუწიოს ისეთ ქვეყნებსაც, როგორიც მოლდოვა და საქართველოა.

"უკრაინაში სასტიკი შეჭრა ცხადყოფს, რომ საჭიროა ნატო-მ მხარდაჭერა გაუწიოს ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ნატო-სა და ევროკავშირის წევრები, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო. ეს ეხება პრაქტიკულ მხარდაჭერას, ეს ეხება პოლიტიკურ მხარდაჭერას. საქართველო არის ძალიან ფასეული პარტნიორი და ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან", - თქვა სტოლტენბერგმა.

მისი განცხადებით, განიხილავენ, რა შეუძლიათ გააკეთონ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში.
ასევე ნახეთ:

| Print |