SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
აბრეშუმის გზა
საახალწლო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
საქართველოში, საუკუნეების მანძილზე, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, განსხვავებული საახალწლო ტრადიციები დამკვიდრდა.

მათ ნაწილს დღემდე იცავენ და ერთგვარი რიტუალური ხასიათიც აქვს, ნაწილი კი აღარ სრულდება, თუმცა, მაინც მნიშვნელოვანი და პატივსაცემია.

ახალ წელს საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა სახელწოდებაც კი აქვს.

სამცხე–ჯავახეთში საახალწლო კვერებს ახალი წლის დადგომამდე, საღამოს აცხობენ. ძველი ტრადიციით, მესხები და ჯავახები სამეურნეო იარაღის ფორმის კვერებს აცხობდნენ, მაგალითად ცელს, გუთანს და ასე შემდეგ.

ერთ–ერთი მთავარი ტრადიცია კი ე.წ. "ბაისლას" კვერს უკავშირდებოდა, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. "ბასილას" სუფრის შუაში დადებდნენ და ირგვლის სხვა სურსათ–სანოვაგეს მიუწყობდნენ.

იმერეთი

საახალწლო სუფრით ერთ–ერთი გამორჩეულია ქვეყნის სხვა კუთხეებისგან. იმერლები ახალ წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სანოვაგით ხდებიან. იმერული სუფრა გამოირჩევა მხალეულობისა და საკმაზის მრავალფეროვნებით და ორიგინალურად დამუშავებული ხორცეულით, რის გამოც, იმერული სუფრა რაც უნდა ღარიბული ყოფილიყო, მაინც ყოველთვის გემრიელი იყო.

ძველი იმერული ტრადიციით, მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსს ევალებოდა ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოევლო სახლისთვის და უფლისთვის გამრავლება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ეთხოვა. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ელაგა. სახლისთვის სამჯერ შემოვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი კერიაში შედიოდა, ოჯახის ყველაზე ხნიერ წევრთან ერთად, რომელიც მოგიზგიზე კუნძს რამდენჯერმე დაჰკრავდა ჯოხს და აშლილ ნაპერწკლებს ასეთ ლოცვას დაადევნებდა: ამდენი ოქრო ჩვენს ოჯახში, ამდენი პური და ღვინო, ამდენი მარილი, ამდენი ძროხა, ამდენი ქათამი; დაე, ეს წელი ამ ნაპერწკლებივით უხვი იყოსო.

გურია-სამეგრელოში

ახალი წლის პირველ დღეს "კალანდას" ეძახიან და მას თოფების სროლით ეგებებიან.

სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ, სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება.

გურიაში ახალ წელს მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს და საახალწლო სანოვაგეს მარანში შეიტანენ. ოჯახის უფროსი ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს.

ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ე.წ. ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის და ბეღელში ინახავენ. მამლის პირველი ყივილისას მეკვლე ცეცხლს ანთებს, ბეღელში შედის და ხმიადი ოჯახის წევრებისთვის მიაქვს. შემდეგ, ყველას ხელპირს დააბანინებს და მხოლოდ ამის შემდეგ საუზმობენ.

სვანეთში ახალწლის ღამეს მეკვლეს სანოვაგეს გარეთ, სახლის გასავალ კარებზე კიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.

ქართლში კი კვერებს შიანური ცხოველებისთვისაც აცხობენ. "ბასილა" მათთვისაც მთავარი ტრადიციაა. სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, ქართლელები "ბასილას" არათუ კვრებს, არამედ ქანდაკებას აცხობენ. ოჯახის თითოეული წევრისთვის კი ორ-ორ ბედის კვერს, ხოლო შინაური ცხოველებისთვის თითო–თითოს. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე, რომელსაც ქართლში "აბრამიანს" უწოდებენ, ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე "ბასილას" ქანდაკებას დაასვენებს და ასე ულოცავს ოჯახის წვერებს ახლა წელს.

კახეთში ახალ წელს ჩამიჩიან პურებს აცხობენ, ისე რომ ოჯახის ყოველს წევრს თითო ჩამიჩიანი პური შეხვდეს. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ჭამს. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადის და სახლს სამჯერ შემოუვლის. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავს და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლუკმას აჭმევს.

თუშეთში ახალ წელს წელწდობას ეძახიან. ამ მხარეში საახალწლო ორცხობილებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლებსაც ხშირად შინაური ცხოველებისთვის დამახასიათებელი ნიშნით გამოსახავენ. მაგალითად, ცხენს ნალის ფორმის კვერი გამოხატავს, ხარს რქები და ა. შ. გამომცხვარ კვერებს მატყლთან, მარილთან, ყველთან და ერბოსთან ერთად სუფრაზე დაალაგებენ და მეკვლის მოსვლამდე არ მიირთმევენ. მეკლვე კი სახლში პურს შემოაგორებს და იტყვის: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!"

ხევსურეთში კი დიასახლისი საახალწლოდ ოჯახის ყველა წევრისათვის ბედის კვერებს აცხობს. თითოეულ მათგანს თავისი ნიშანი აქვს და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნება.

ხმიადის გამოცხობით იწყება ახალი წლის დილა ფშავში. ხმიადს მაგიდაზე თაფლიან და ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებენ. ოჯახის ერთი წევრი წყალზე მიდის და თან მიაქვს ყველი და პური. ჩააგდებს წყალში და სამჯერ იტყვის: "წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო". წამოიღებს წყალს და ხმიადებით სავსე სუფრაზე დადებს. მხოლოდ ამის შემდეგ მიუსხდებიან ოჯახის წევრები სუფრას და საუზმობენ.

წითელ მამალს კლავენ ახალ წელს საინგილოში. სუფრას კი ახალი წლის დადგომამდე მიუსხდებიან. აკეთებენ ქათმის წვენსა და ფლავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის მეკვლე, რომელიც უნდა იყოს ნათესავი და ბედისგან დაუჩაგრავი. ვიდრე მეკვლე არ ეწვევათ, სახლში არავის მიიღებენ.

Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터Anadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planımatadorjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비https://vozolturkiyedistributoru.com/배트맨티비jojobetsahabetmatadorbet스마일퀄리티betcool girişholiganbetsahabetmatadorbetpusulabethuqqabetvaycasinoVbetbetcijojobetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงenjoybetmatbetStreameastholiganbetbetebetgobahisultrabetmarsbahis girişgobahisBets10pusulabetpusulabetMavibetnakitbahisholiganbetjojobet girişjojobet girişjojobet girişjojobetgrandpashabetenjoybetenjoybetenjoybetgiftcardmall/mygiftvaycasinokavbet girişholiganbetmatadorbet girişlimanbetcasibompalacebetcasibomteknoloji haberlericasibom girişPorno İzlegalabetcasibomcasibom girişjokerbetjokerbetyakabetCasibombetpuanmatbet girişdinamobetvdcasinoSekabet girişmarsbahisbetkolikbets10yakabetyakabetyakabetholiganbetholiganbetkavbetkralbet girişmavibetmavibetmavibetbetnano girişcratosslot girişholiganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortgorabetcasibomstarzbet girişjojobetelexbetelexbetStreameastfixbetsonbahistimebettimebettimebetbetparkcasibomistanbul escort telegramcasibomprimebahispusulabetholiganbethiltonbethiltonbet영문주소casibomสล็อตBetigma girişbetparkBetigmamarsbahiscasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbetcasibomzbahisStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftpusulabetgrandpashabetcasibomcasibomasdsadasdasdasdasfdasfasfbahiscasinoholiganbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginlimanbetcasibomartemisbetcasibomcasibomcasibomcasinolevantjojobetvdcasinoSahabet girişumzugsfirma wienmatbetcasibom