ამინდი
როგორი ამინდი იქნება ნოემბრის ბოლო დღეს რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ღამით კი ყინვაა მოსალოდნელი.

30 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 6 გრადუსია ღამით კი მინუს 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 9 ღამით კი მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 6 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 3. ადიგენში დღისით მინუს 7 ღამით მინუს 4 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 5, ღამით მინუს 6 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 4 -ს, ღამით მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 7 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 5, ღამით კი მინუს 2 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 გრადუსი იქნება.
| Print |