ამინდი
სამცხე-ჯავახეთში ამინდი უარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

17 და 18 მარტს ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +11 და +12 გრადუსს, ღამით კი მინუს 2 და +2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც წვიმს. დღისით +8 და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი მინუს 2 და +1 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ღამით ყინავს. ტემპერატურა დღისით +10 და +10 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 1 და +1 გრადუსამდე დაეცემა. წვიმაა ადიგენშიც, დღისით +7 და +8, ხოლო ღამით მინუს 6 და 0 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +14 და +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით +3 და +6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს +4 და +3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 7 და მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +5 და +7 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 5 და მინუს 1 გრადუსი ყინვა იქნება. ბაკურიანშიც ტემპერატურა დღისით +3 და +5 და ღამით მინუს 7 და მინუს 3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +14 და +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 და +6 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტამდე, საქართველოში წვიმიანი ამინდი, ღამით კი ყინვაა მოსალოდნელი.
| Print |