სიახლეები
საპროტესტო აქცია ახალქალაქში
ახალქალაქში, სოფელ სულდასთან დაახლოებით 70–მდე ადამიანმა დილიდან ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა,
რადგან წუხელ ღამით ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ 63 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოიპარეს. აქციის მონაწილეები მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ, მოხდეს თურქეთის საზღვრებთან უსაფრთხოების გაძლიერება.

საზღვართან ახლომდებარე სოფლების: სულდას, ხავეთის, მიასნიკიანის, ბოზალის, დადეშისა და ტუშინის მაცხოვრებლებმა, პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს და დაახლოებით 20–მდე სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა ამ დრომდე ელოდება ცენტრალური საავტომობილო გზის გახსნას.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გზის გადაკეტვის მიზანი ხელისუფლების მხრიდან ყურადღების მიპყრობა და საზღვრისპირა სოფლებიდან საქონლის გატაცების პრობლემის გადაჭრაა.

აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ საქონელი თურქეთის საზღვარზე გადაიყვანეს.

ადგილობრივები საქართველო-თურქეთის საზღვართან კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ საქონლის მოპარვა პირველი შემთხვევა არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ყაჩაღობას გულისხმობს.



წყარო: ჯეინიუსი
| Print |