სიახლეები
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, აწყური, გურკელი, წრიოხი, ტყემლანა.

15:30-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში კოსტავას, თამარაშვილის, პეტრე იბერის, სანაპიროს, მესხეთის, კლდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 12:30 საათამდე - დაბა ბაკურიანს.

11:00-დან 18:30 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეშტია, ოროჯალარი, ყაურმა, სათხა და მიმდებარე სოფლებს. 13:00-დან 17:30 საათამდე - სოფლებს განძა, ფოკა, საღამო, ხულგუმო, გორელოვკა და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |