სიახლეები
25-27 იანვარს ყინვაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა

 

დღეს, 25 იანვარს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს.

25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

 

| Print |