სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 16:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი სმადა, მლაშე, გომარო, ჩორჩანი, ზარზმა, დიდი ზანავი, მოხე, ფლატე, კეხოვანი, ღორთუბანი, ზედუბანი და მიმდებარე სოფლებში.

13:30-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ქ. ნინოწმინდაში, სოფლებში ეშტია, სათხა, დიდი ხანჩალი, დილითი, დიდი გონდრიო, ოროჯალარი, ყულალისი, უჩმანა და მიმდებარე სოფლებში.

15:00-დან 16:30 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში დილისკა, კუმურდო, კარწახი, ოკამი, ჩუნჩხა, მურჯახეთი, ხავეთი, ბოზალი, დავნია და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |