სიახლეები
ჯავახეთში დენი გაითიშება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისს

11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კარწახი, მიასნიკიანი, დილისკა, კორხი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში სათხა, დიდი და პატარა არაქალი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |