სიახლეები
კათოლიკური სამყარო, 25 დეკემბერს, ქრისტეშობას ზეიმობს
კათოლიკურმა სამყარო, 25 დეკემბერს, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. საქართველოს ყველა მოქმედ კათოლიკურ ტაძარში საზეიმო

ლიტურგია შესრულდა. ახალციხელმა მრევლმა დღესასწაული, რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ეკლესიაში აღნიშნა. ისინი უფლის დაბადებას ღამისთევით შეხვდნენ. ლოცვა ღამის 12 საათზე დაიწყო.

წმინდა სავარდის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა მამა ფილიპემ აღავლინა. მან ლოცვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კათოლიკე მრევლი შობისთვის ოთხი კვირით ადრე ემზადება, მარხვას იწყებს, რომელსაც ადვენტის პერიოდი ჰქვია. მთელი ამ დღეების განმავლობაში, მორწმუნეები სულიერად ემზადებიან, რათა მათ გულებში მაცხოვარმა ბინა დაიდოს.

კათოლიკური სამყარო, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, 25 დეკემბერს, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მომლოცველთა დიდი ნაწილი უფლის დაბადებას, ბეთლემში ხვდება. ზეიმის ცენტრად ქრისტეს შობის სახელობის ეკლესია ითვლება.

შეგახსენებთ, რომ საშობაო ტრადიციებს საფუძველი იტალიაში ჩაეყარა, რომელიც შემდეგ მთელს კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა.

მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკე ცხოვრობს.

| Print |