,,ტყვეობაში მყოფი საკრებულოს თავმჯდომარე" და ბრალდებები მედიას
22:33 / 28.02.2018
ბორჯომის საკრებულოში, ოპოზიციის მხარდასაჭერად, "მისულ ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ბორჯომის საკრებულოში ცოცხები შემოუყარეს და მისი მმართველობის პერიოდი გაახსენეს.
"ქართული ოცნება" და მისი მხარდამჭერები, საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას ითხოვენ. ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება მწვავდება.
ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ადგილზე იმყოფება ბაკურიანის ყოფილი რწმუნებული, რომელმაც ბიუჯეტის ხარჯზე იტალიაში ოჯახთან ერთად იმოგზაურა. გოჩა გობრონიძემ მედიის წარმომადგენლები არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და ბორჯომში შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობა ნაწილობრივ მედიასაც დააკისრა.