SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სიახლეები
ზეწოლა თუ საუბარი – ბორჯომელი დეპუტატების ურთიერთბრალდებები
ბორჯომში, 16 მარტს, დანიშნული რიგგარეშე სხდომა მეექვსედ გადაიდო. საკრებულო მერიისგან ისევ ხელფასის ოდენობის კორექტირებას ითხოვს.

ოპოზიციონერი დეპუტატები განმარტავენ, რომ მერია კანონს არღვევს, როცა ხელფასებს ძველი საშტატო ნუსხით არ გასცემს. ლეიბორისტი დეპუტატი ,,ქართულ ოცნებას“ კოლეგებზე ზეწოლასა და კრიზისის ხელოვნურად შექმნაში სდებს ბრალს. გიორგი გიუაშვილი ლიპარტიას შეთავაზებას, მერის მიერ ჩამოწოდებულ სატყუარას უწოდებს, სადაც მხოლოდ თავად იკლებს თანხასა და მოადგილესა და სამსახურის უფროსებს მაქსიმალურად უმატებს.

,,სრული უკანონობა და დანაშაული ხდება მერის მხრიდან, როცა მას არ გამოაქვს ძველი საშტატო ნუსხით ხელფასები. კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული, რომ მოხდეს ძალადობრივი ქმედებები, რათა საკრებულოს დაუპირისპირდნენ ადამიანები ხელფასის მიზეზით.

ძველი საშტატო არავის გაუუქმებია, ახალი არ არის მიღებული. ეს არის საკრებულოს ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა. ბრმა იარაღად არიან რიგითი მოხელეები გამოყენებული. ეს არის ჩვეულებრივი პარტიული აქტივის ომი ჩვენ წინააღმდეგ.

ერთი თვეა უკვე ძალიან დიდი ზეწოლებია ჩვენ წინააღმდეგ. ყველას გმირობას ვერ აიძულებ, თუმცა ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, რადგან ამ ბრძოლაში სპეცრაზმის შემოყვანა დაჭირდათ 15 დეპუტატის წინააღმდეგ"
– აცხადებს გიორგი გიუაშვილი.

ზაზა ჩაჩანიძის მტკიცებით, მერია არ ეთანხმება ზღვრულ ფარგლებში ხელფასების მატებას და ანაზღაურების მაქსიმალურად გაზრდას ითხოვს. საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ რიგით თანამშრომლებზე ხელფასების მატების პრობლემა მათ არასდროს ჰქონიათ.

ზაზა ჩაჩანიძე იმასაც განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერს ლევან ლიპარტიას თანამშრომლობას და დიალოგს სამუშაოს პირველივე დღიდან სთავაზობს, თუმცა მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ამის სურვილი ქართული ოცნებისგან ამ დრომდე ვერ დაინახა.

,,რიგით თანამშრომლებზე არასდროს ყოფილა პრობლემა და ვეთანხმებით ანაზღაურების მატებას რანგირებით, ზოგს ემატება 100 ლარი, ზოგს – 200, ზოგს – 150 ლარი. სამსახურის უფროსებს, რომლებსაც აქვთ 1550 ლარი, ვთავაზობთ მოიმატონ ერთი ბიჯით–რანგირებით 150 ლარი და გაუხდებათ 1700 ლარი, მაგრამ ესენი გვეუბნებიან, რომ უნდა გვქონდეს 2000–იო.

ჩვენ ვეუბნებით, რომ ზომიერად მოიმატონ და ეგ თანხა საკმაოდ დიდი გამოდის ერთ წელიწადში და მითუმეტეს ოთხში. კარგი გამოსავალი არის კომუნიკაცია, ერთად დაჯდომა და დიალოგი. ბორჯომის მერი, მუშაობის დაწყების დღიდან არ მოდის დიალოგზე. მე არ ვიცი ვინ აძლევს მას ასეთ განკარგულებებს.

ოპოზიციის დეპუტატების 4–5 კაცზე მიმდინარეობს ზეწოლა, თუმცა ჯერ არ ვასაჯაროვებთ მათი თხოვნით, ვისზეც მიმდინარეობს ზეწოლა",
– აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებებს მერის ნაცვლად საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან გიორგი ფერაძე პასუხობს. კოლეგებზე ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ ქართული ოცნება ისევ რჩება ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა მერიის თანამშრომლები მოქალაქეების მომსახურებას კვლავ განაგრძობენ.

ამბობს, რომ მერი არ იმატებს ხელფასს, თუმცა კანონმდებლობის შესაბამისად, მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს ანაზღაურება ახალი საშტატო ნუსხით უნდა დაუმტკიცდეს. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი ფერაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების დეპუტატები ყველა სამართლებრივი გზით იბრძოლებენ მერიის მიერ შეთავაზებული საშტატო ნუსხის დასამტკიცებლად.

,,ყველა სამართლებრივი მეთოდით ვიბრძოლებთ, რომ ეს საკითხი იქნას მორიგ სხდომაზე დაყენებული და გადაწყვეტილი თანამშრომლების და სახელმწიფოს ინტერესების მიხედვით. ნამდვილად არ არის მერის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ან კანონის უგულებელყოფა.

თუ ოპოზიცია საუბარს ზეწოლას არქმევენ, ეს მათი ნებაა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ზეწოლას ,,ქართული ოცნების" მხრიდან არ აქვს. დიალოგის მომხრეები ჩვენ ნამდვილად ვართ, ვიყავით ამისთვის მზად, მაგრამ ზაზა ჩაჩანიძე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესების მიხედვით წარმართავდა ნებისმიერი სახის დიალოგს და არა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ზაზა ჩაჩანიძესთან დიალოგს.

ვინაიდან, გიუაშვილი არის გასული მომსახურების ზონიდან და მხოლოდ ერთი რამ აქვს ჩახვეული, ბუნებრივია ვერ ვისაუბრებთ მასთან ამ საკითხზე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც შეგნებულად აზროვნებენ და მათთან საუბრის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს"
– განმარტავს გიორგი ფერაძე.

ახალ საშტატო ნუსხასა და ხელფასების მომატების საკითხის გამო საკრებულოს სხდომა მეექვსედ გადაიდო. 13 მარტს, ბორჯომში გამართულ ბრიფინგზე ლევან ლიპარტიამ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს გონივრული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა. მერიის თანამშრომლები უკვე მესამე თვეა კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ.

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기sahabetbetigma girişextrabetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티aresbettipobetmatadorbetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetBetigmajojobetbetkanyonsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişanadoluslotjojobetbetpassahabet girişumzugsfirma wienjojobethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9099.comCasibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisultrabetjojobetcasibomistanbul escort telegramCASİBOM GİRİŞcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotbetparkdeneme bonusu veren sitelerвсе казиноbetasus1xbet girişcratosroyalbetjojobetgalabetanadoluslotsekabet girişmarsbahisExtrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobetmarsbahissekabetbetnanokingroyaljojobetjojobetmeritkingvdcasinosahabetbetpaselexbetiptv satın alCASİBOM GİRİŞmagic mushroomscratosroyalbettaraftarium24grandpashabet girişjojobet girişStreameastkiralık hackerelexbetbetpascasibomcasibomlocabetmp3 juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibomcasibomholiganbet girişsahabetultrabetholiganbet girişjojobetjojobetjojobetjojobetdeneme bonusu veren sitelerbetsmove girişcasibomdeneme bonusu veren sitelerjojobetivermectinmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноbets10casibom girişmatadorbetcasibom1xbetjojobet