,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ბესიკ ხითარიშვილია
,,ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ახალციხე–ადიგენში, ბესიკ ხითარიშვილი იქნება.  ამის შესახებ მან ,,მე–9 არხის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

,,ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ახალციხე–ადიგენში, ბესიკ ხითარიშვილი იქნება.  ამის შესახებ მან ,,მე–9 არხის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, პარტია კანდიდატად, ოფიციალურად რამდენიმე დღეში დაასახელებს. ბესიკ ხითარიშვილმა განაცხადა, რომ  ,,ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობაზე“ არჩევანი პარტიის საგარეო პოლიტიკის გამო შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ხითარიშვილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი,  2012 წლის ექვსი დეკემბრიდან, სამი თვის განმავლობაში ეკავა.


| Print |