ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7536 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7585 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.1114-ია, 100 რუსულ რუბლს 3.0337 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.0855 -ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9940 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9910 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0030 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
გააზიარეთ :