,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ სამცხე–ჯავახეთში რეგიონული ტურნე დაასრულეს. ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ბორჯომსა და ახალციხეში, ორი დღის განმავლობაში მოსახლეობას ხვდებოდა. პარტიის წევრებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და ,,თავისუფალი დემოკრატების“ სამომავლო გეგმებსა და წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს.
ბორჯომში, ბაზრის მოვაჭრეებთან და დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, ალასანია ახალციხის სავაჭრო ცენტრს ეწვია. მან სოციალურ საკითხებსა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და მოსახლეობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზები გააცნო.
ირაკლი ალასანიამ სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი სოფელ ზიკილიის მოსახლეობასთან შეხვედრით გააგრძელა. ადგილობრივებმა ერთ–ერთ მთავარ პრობლემად, მოსავლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია დაასახელეს.
,,თავისუფალი დემოკრატები“ ვიზალიბერალიზაციის გარშემო გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურნენ. პარტიის ლიდერების თქმით, ისინი ევროპელ კოლეგებს დაარწმუნებენ, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები, მცირე დროში უნდა მოგვარდეს.
სამცხე–ჯავახეთში, ,,თავისუფალი დემოკრატების“ ორდღიანი ტურნე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრით დასრულდა. ირაკლი ალასანიამ, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ადგილობრივების კითხვებს უპასუხა.
|