რეგიონი
გორელოვკის მოსახლეობის და გუბერნატორის შეხვედრა დასრულდა

 

ნინოწმინდის სოფელ გორელოვკის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენლებს, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატსა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც მედიისთვის დაიხურა, ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, ვის გამოც დღეს ნინოწმინდაში საპროტესტო აქცია გაიმართა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლისთვის განკუთვნილი სასმელი წყლის დიდი ნაწილი ფერმაში მიდის, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს სუმბატ კიურეღიანს ეკუთვნის. პრობლემაა საძოვრებიც. სოფლის მიმდებარე ტერიტორია ჩინოვნიკების საკუთრებაა, ამიტომ საქონლის გამოკვების საშუალება არ აქვთ.

ამის გამო, საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივებს შორის 16 იანვარს ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

დღეს, 20 იანვარს კი სოფელ გორელოვკის მოსახლეობამ, საქართველო-სომხეთის გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეებს შეხვდა მხარის გუბერნატორი. ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს შეპირდა, რომ სასმელი წყლის ცენტრალურ მილზე უკანონო დაერთებებს სპეციალისტები ხვალვე ჩახსნიან. შეისწავლის საძოვრების საკითხსაც.

ამავე თემაზე: 
გორელოვკის მოსახლეობამ გზა გადაკეტა - საპროტესტო აქცია ნინოწმინდაში

ადგილობრივებისა და საკრებუ;ლოს დაპირისპირების შესახებ წაიკითხეთ აქ:

| Print |