რეგიონი
ზამთრის კურორტზე სახალხო დღესასწაულს - ბაკურიანობა 2020 აღნიშნავენ

 

დაბა ბაკურიანი სახალხო დღესასწაულს ზეიმობს. ორი დღის განმავლობაში, 15-16 თებერვალს ადგილობრივებისა და კურორტის სტუმრებისთვის სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

დაბის დღესასწაული დილიდან სპორტული აქტივობებით დაიწყო.
ე.წ. ოცდახუთიანების მიმდებარე ტერიტორიაზე 20-40 მეტრიან ტრამპლინიდან ხტომაში შეჯიბრი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგირიაში სასპორტო სკოლის 15-მდე აღსაზრდელმა მიიღო. გამოვლინდნენ საპრიზო ადგილებზე გასული გამარჯვებულები. მათ ბორჯომის სასპორტო სკოლა მდლებით, თასებით და დიპლომებით დააჯილდოვებს.

სპორტული აქტივობა ბაკურიანის პარკში, ყინულის მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც გაიმართება ჰოკეი.

დიდველის სპორტულ ტრასაზე კი პროფესიონალი სპორტსმენების მონაწილეობით მოეწყობა Free style jumping show (შეჯიბრი თხილამურებით და თოვლის დაფით).

წყარო: borjomi.tv

| Print |
თეგები: ბაკურიანობა /