რეგიონი
სომხეთში, ერთ დღეში, კორონავირუსის 374 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვმა 77 შეადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა კიდევ 4 პირი, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ, თუმცა მათი სიკვდილი სხვა დაავადებამ გამოიწვია. ასეთ პაციენტთა რიცხვმა სულ 32 შეადგინა.

ამ დროისთვის, სომხეთში კორონავირუსისგან 2 936 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 3 257-ს შეადგენს.
| Print |
თეგები: სომხეთი /