რეგიონი
სომხეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა, ყარაბაღში განახლებული კონფლიქტის შემდეგ, ქვეყანაში სამხედრო რეჟიმი და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ პაშინიანმა Facebook გვერდზე დაპოსტა.

"მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთი სამხედრო რეჟიმზე გადადის. გამოცხადდით სამხედრო კომისარიატში. სამშობლოს გულისთვის, გამარჯვების გულისთვის", - წერს პრემიერ-მინისტრი.

დღეს, 27 სექტემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს.

მალევე, საგარეო საქმთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტს გამოეხმაურა და კონლფიქტის დეესკალაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ცნობისთვის, წელს ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმენთს დაუპირისპირდნენ. შეტაკებებს ივლისში 16 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მაღალჩინოსნები.

ყარაბაღის კონფლიქტის გარდა, გასული წლების ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის 2016 წელს მოხდა, რომელიც 4 დღეს გრძელდებოდა და რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაჯანს შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა და დღემდე მიმდინარეობს.
| Print |