რეგიონი
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ახალ ინფორმაციას აქვეყნებს
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

მათი ცნობით, უკრაინელებმა მოიგერიეს მტრის 9 შეტევა, გაანადგურეს 12 ტანკი, დაახლოებით, 20 ერთეული ჯავშანტექნიკა და 9 საარტილერიო სისტემა.

“დაიწყო უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის 30-ე დღე რუსეთის შემოჭრის შემდეგ. თავდაცვის ძალების ჯგუფი აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით თავდაცვით ოპერაციას აგრძელებენ. გაერთიანებული ძალები მყარად იცავენ თავს დონეცკის, სლობოჟანსკისა და ტავრიის ტერიტორიებზე. მათი ძალისხმევა მიმართულია მტრის მიერ გარღვევის თავიდან აცილებაზე.

წინა დღის (24 მარტი) განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 9 შეტევა, გაანადგურეს 12 ტანკი, დაახლოებით, 20 ერთეული ჯავშანტექნიკა და 9 საარტილერიო სისტემა. მტერმა 200-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 2 თვითმფრინავი და მტრის 2 უპილოტო საფრენი აპარატი.

საჰაერო ძალების ჯგუფმა გასულ დღეს შეუტია მტრის 6 საჰაერო სამიზნეს – 1 თვითმფრინავს, 1 უპილოტო საფრენ აპარატსა და 4 საკრუიზო რაკეტას.

ვოლინში თავდაცვის ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია სახელმწიფო საზღვრის დაცვაზე. თავდაცვის ოპერაცია სივერსკის რეგიონშიც გრძელდება. ჯარს უჭირავს ქალაქი ჩერნიგოვი და ხელს უშლის მტრის წინსვლას კიევის მიმართულებით. ამავდროულად, კიევში სამხედროები აგრძელებენ მტრის თავდასხმის მოგერიებას, ცეცხლის გახსნასა და თავდაცვის ყველა განსაზღვრული ხაზის შენარჩუნებას. სამხრეთში თავდაცვის ოპერაცია გარკვეულ ოპერატიულ ზონაში გრძელდება, მიმდინარეობს სტაბილიზაციის ოპერაცია და ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესრულება.

რუსული ტერორისტული ძალები აგრძელებენ ბრძოლას, შეგნებულად არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონსა და ომის წესებს. გჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების! Შეინარჩუნეთ სიმშვიდე! დიდება უკრაინას!”
– წერია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვე გავიდა.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.