უკრაინის პირველმა პირმა დაგმო რუსეთი და მას „მკვლელი“ და „მწამებელი” უწოდა.
„მკვლელები. მწამებლები. ყველაფერი ადამიანურის არმქონენი. თქვენ ვერ გაიქცევით. თქვენ ვერ დაიმალებით. დამსახურებული სასჯელის მიზღვა სამართლიანად შემაძრწუნებელი იქნება. ყოველი უკრაინისთვის, ყოველი წამებული სულისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ.