რეგიონი
დილა მშვიდობისა ზელენსკი - წარწერა რუსულ რაკეტაზე
ორშაბათს, 10 ოქტომბერს, დილით, რუსმა დამპყრობლებმა მასიური თავდასხმა მოაწყვეს უკრაინის ქალაქებზე. თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევიც. აფეთქებები დაფიქსირდა ლვოვსა და ივანო-ფრანკოვსკში.
მედიაში გავრცელდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია რაკეტა წარწერით: „დილა მშვიდობისა, ზელენსკი!“
უკრაინული ტელეგრამარხების ინფორმაციით, კიევში ერთ-ერთი რაკეტა გრუშევსკის ძეგლის რაიონში, ვლადიმირსკის ქუჩაზე აფეთქდა, ადგილზე მუშაობენ მაშველები.
ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებების შესახებ დნეპრშიც, რაკეტები დააფიქსირეს ოდესის ოლქშიც.
საჰაერო განგაშის სიგნალი, ამ დროისთვის, თითქმის მთელი უკრაინის მასშტაბით ისმის.